ახალი ამბები

გთუნიში EBSCO ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი ჩატარდა

7 ივნისი 2018

2018 წლის 7 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და დაინტერესებული პირებისათვის EBSCO -ს ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი მიზად ისახავდა მომხმარებლებისათვის EBSCO Package-ში გაერთიანებული ელექტრონული ბაზების გაცნობის, გამოწერისა და პრაქტიკული გამოყენების პროცედურების შესწავლას.

ტრენინგის მონაწილეები დაწვრილებით შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საბაზისო და გაფართოებული ძიება, სრული ტექსტების გაცნობა, პერსონალური საქაღალდის შექმნა და მასალის შენახვა, ელექტრონული წიგნების მოძიება და ჩამოტვირთვა, ასევე დამხმარე მასალის გაცნობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ EBSCO - ს ტრენერები თამილა მირკამალოვა (პრაღის ოფისი) და როდნეი ნიბორგი (აშშ ოფისი).