ახალი ამბები

გთუნიში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

19 სექტემბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

2022 წლის 19 სექტემბერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირველკურსელებს უმასპინძლა და წარმატებები უსურვა.

გთუნის სტუდენტებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, სწავლის დაწყება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი მათიაშვილმა და უნივერსიტეტის კანცლერმა ელი ელისაშვილმა.

მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, პიროვნული, კარიერული წინსვლა და მოგზაურობა საგანმანათლებლო სფეროს უსაზღვრო შესაძლებლობებში იწყება!

წინ განვითარებისა და წარმატებისკენ!

იხილეთ ფოტოგალერეა...