ახალი ამბები

გთუნიში „GOODBYE PARTY“ გაიმართა

18 ივნისი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებმა აკადემიური წლის სალექციო კურსის დასრულება GOODBYE PARTY“- თ აღნიშნეს.

თუმცა, გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას წინ სპორტული აქტივობები უძღოდა.

გთუნის სტუდენტებმა თავი სპორტის რამდენიმე სახეობაში წარმოაჩინეს: ფეხბურთი, ფრენბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და სხვა.

იმ დღეს დამარცხებული არავინ დარჩენილა.

დაწესებული იყო ბაჩანა ქვლივიძის სახელობის თასი, რომელიც სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულთ გადეცათ.

უნივერსიტეტის ეზოში ერთმანეთს ენაცვლებოდა გემოვნებიანი მუსიკა, ღიმილიანი და, რაც მთავარია, უკეთესი მომავლის იმედით გულანთებული ახალგაზრდების სახეები.

წინ ფინალური გამოცდებია და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს.


იხილეთ ფოტოგალერეა ...