ახალი ამბები

გთუნის წარმომადგენლები ტურიზმის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე

5 ნოემბერი 2022

2022 წლის 5 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ქალბატონი ელი ელისაშვილი; ვიცე-რექტორი, ქალბატონი სოფიკო თევდორაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბატონი გრიგოლ კალანდაძე დაესწრნენ ტურიზმის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს „Axis Towers“-ში.

ფორუმი ორგანიზებული იყო ჰოლდინგ ,,პრო ვიჟენის" მიერ, რომელიც აერთიანებს სამი მიმართულების (ტურიზმი, უძრავი ქონება და განათლება) კომპანიებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის კანცლერი ელი ელისაშვილი, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

ფორუმის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგ ,,პრო ვიჟენს" შორის შედგა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება სტუდენტების გაცვლისა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.


იხილეთ ფოტოგალერეა...