ახალი ამბები

გთუნის სტუდენტთა XI სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

18 ივლისი 2020

ახლა, ამ წუთებში, ონლაინ რეჟიმში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტუდენტთა XI სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციის თემატიკაა:

  • სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, მასობრივი კომუნიკაციები);
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, ტურიზმი, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • სამართალი (საჯარო და კერძო სამართალი).

ონლაინ კონფერენციაზე სტუდენტებმა საინტერესო, ორიგინალური ნაშრომები წარმოადგინეს და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით თავიანთ პირად მოსაზრებებსაც აფიქსირებენ.