ახალი ამბები

გთუნის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს – საჩუქრები 114-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს

8 დეკემბერი 2017

გუშინ ტკბილეულითა და ზამთრის ტანსაცმლით ხელდამშვენებულმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობასის წევრებმა 114-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს პატარა მარიამ დოდელიას დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს და ერთი უჩვეულო, ლამაზი და მხიარული დღე აჩუქეს პატარას.

გთუნის სტუდენტების მიერ განხორციელებული ასეთი ხასიათის საქველმოქმედო აქციები პერმანენტული ხასიათისაა და უამრავ ადამიანს გაულამაზებს სიცოცხლეს.