ახალი ამბები

გთუნის სტუდენტები კუნძულ ტექსელზე იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას

20 ივნისი 2019

გთუნის სტუდენტები, რომლებიც ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდიუს უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) აგრძელებენ სწავლას პროფესორ ჩერეკ ბუსტრასთან ერთად კუნძულ ტექსელზე იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას.

პროექტი 2019 წლის იანვრის თვეში დაიწყო.

გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ხუთი სტუდენტი სოსო მაჭავარიანი, დავით დოლიძე, მარიამ კურტანიძე, გურამ სხირტლაძე და ბექა ჯანანაშვილი ERASMUS + პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) გადიან სასწავლო კურსს.

იხილეთ ფოტოგალერეა...