ახალი ამბები

გთუნის სტუდენტებმა ESN აკადემიის კურსი გაიარეს

10 დეკემბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს ESN აკადემიის კურსი.

პროექტი მოიცავდა პრეზენტაციებისა და ტრენინგების ორდღიან კურსს, რომლის ფარგლებშიც გთუნის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამებსა და მათი მოძიების გზებზე, შეიტყვეს თუ რა ეტაპებია გასავლელი მათში მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ Europass–ის ფორმატის რეზიუმის შევსების, სამოტივაციო წერილისა და სარეკომენდაციო წერილის სწორად შედგენის სპეციფიკას. მიიღეს კონსულტაციები ერაზმუსის გაცვლითი სასწავლო პროგრამების წარმომადგენლებისა და წარმატებული მონაწილეებისაგან.

გარდა ამისა სტუდენტებმა მიიღეს დაწვრილებით ინფორმაცია ერაზმუსის შემდეგ პროექტებზე: youth exchanges, training courses, EVS, study visits, international conferences და ა.შ.