ახალი ამბები

გთუნის სტუდენტების შეხვედრა ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ დავით გობეჯიშვილთან

25 ნოემბერი 2022

დღეს, 25 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ დავით გობეჯიშვილთან.

შეხვედრაზე გაიმართა ბატონი დავითის შესახებ არსებული ავტობიოგრაფიული სიუჟეტის ჩვენება.

მსოფლიო ჩემპიონმა სტუდენტებს გაუზიარა პირადი გამოცდილება კარიერული წარმატების შესახებ, ესაუბრა მოტივაციასა და მიზანდასახულობაზე.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გივი ლობჟანიძე

მოწვეულ სტუმარს და სტუდენტებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი მათიაშვილი და კანცლერი, ქალბატონი ელი ელისაშვილი.