ახალი ამბები

გთუნის სტუდენტები სტუდენტური ფესტივალი 2019 გახსნაზე

8 მაისი 2019

გუშინ თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა.

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სტუდენტთა კულტურულ-შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა; სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის მასობრივი ღონისძიებების ერთიანი პლატფორმის შექმნა.

ფესტივალის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასობრივი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები.

იხილეთ ფოტოგალერეა...