ახალი ამბები

გთუნის სტუდენტები გასვლით ლექციაზე იმყოფებოდნენ

27 ოქტომბერი 2022

დღეს, 27 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები, ,,ექსტრემალური ჟურნალისტიკის" სახელოსნოს ფარგლებში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენს“ ეწვივნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ზემოხსენებული საწარმოები, ინვენტარი, გაეცნენ წარმოებისა და განახლების პროცესს, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღეს მათგან ამომწურავი ინფორმაცია.

ლექციის თეორიულ ნაწილს უძღვებოდნენ ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე ვეკუა და უნივერსიტეტის ლექტორი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.


იხილეთ ფოტოგალერეა...