ახალი ამბები

გთუნის სტუდენტები ერთი სემესტრით ინჰოლანდის უნივერსიტეტში მიემგზავრებიან

25 დეკემბერი 2018

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ინჰოლანდის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, Erasmus+ KA107 მობილობის გრანტის მფლობელი გახდა.

აღნიშნული პროექტი 2019 წლის იანვრის თვეში აიღებს სტარტს.

გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ხუთი სტუდენტი სოსო მაჭავარიანი, დავით დოლიძე, მარიამ კურტანიძე, გურამ სხირტლაძე და ბექა ჯანანაშვილი ERASMUS + პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით სასწავლებლად ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) მიემგზავრებიან.