ახალი ამბები

გთუნის სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

22 ნოემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 22 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

#გთუნისმხარდაჭერაექიმვაჟაგაფრინდაშვილს
#თავისუფლებავაჟაგაფრინდაშვილს