ახალი ამბები

გთუნის სამეცნიერო შრომათა კრებულს რეფერირებადი ჟურნალის სტატუსი მიენიჭა

15 დეკემბერი 2022

სიამაყით გაცნობებთ, რომ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულს #რეფერირებადი სტატუსი მიენიჭა!

ჟურნალის აბსტრაქტები უკვე გამოქვეყნდა ,,ქართულ რეფერატულ ჟურნალში". იხ. ბმული: https://doi.org/10.36073/1512-0775

კიდევ არაერთი აქტივობაა ჟურნალის განვითარების მიზნით დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს მის გავრცელებას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

#GTUNI ჟურნალის რედაქტორებისა და სარედაქციო საბჭოს სახელით, მადლობას გიხდით აქტუალური სტატიებისთვის, თანამშრომლობისა და ნდობისთვის.

სამეცნიერო შრომათა კრებულის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3Wh0pP8

P.S. ჩვენი ჟურნალის მე-11 ნომრის თითოეულ სტატიას მიენიჭა ციფრული DOI ინდიკატორი.