ახალი ამბები

გთუნის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

28 ნოემბერი 2019

გუშინ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ და კრიმინალისტიკის სფეროში პრაქტიკული მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

თავდაპირველად გთუნის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის უფროსმა დავით ჩაგუნავამ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაათვალიერებინა ლაბორატორია, შემდეგ კი კრიმინალისტიკური საქმიანობის ისეთ თემებსა და ნიუანსებზე ისაუბრა, როგორიცაა თითის ანაბეჭდის აღება, ფეხის ტვიფარის დამზადება, ადამიანის გარეგნული ნიშნების მიხედვით ფოტორობოტის შექმნა, ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების ახალი მეთოდები და ა. შ.

პრაქტიკული მუშაობის სპეციფიკამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ფოტოგალერეა...