ახალი ამბები

გთუნიმ ნიკო ნიკოლაძის 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

27 სექტემბერი 2018

დღეს, 2018 წლის 27 სექტემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

კონფერენცია გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებმა, თავიანთ გამოსვლებში, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინეს ნიკო ნიკოლაძის, როგორც პიროვნული თვისებები, ისე მისი საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური თუ ლიტერატურული ნააზრევი. საგამომცემლო საქმე, ბანკი, ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება, საინჟინრო საქმიანობა, ჰიდროენერგეტიკა და სხვა. ეს ის არასრული ჩამონათვალია დარგებისა, რომლებსაც ნიკო ნიკოლაძემ უზარმაზარი ღვაწლი დასდო.

მონაწილეთა გამოსვლების შემდეგ გაიმართა ჟურნალისტ თამარ თაგვაძის დოკუმენტური ფილმის „175“ ჩვენება.

იხილეთ ფოტოგალერეა...