ახალი ამბები

GTUNI: წიგნის პრეზენტაცია

24 მარტი 2023

2023 წლის 23 მარტს, GTUNI-ში სამართლის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის ,,ციცერონიდან ჩვენამდე" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და სამართლის დარგით დაინტერესებული პირები.

პუბლიცისტური ნაშრომი ეძღვნება:

  • რომის, ბიზანტიის და საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვან ურთიერთობებს;
  • გამოჩენილი მოღვაწის, ფილოსოფოსის, იურისტის, მწერლის და შეუდარებელი ორატორის მარკუს ტულიუს ციცერონის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და გავლენას.

GTUNI მადლობას უხდის ბატონ გივი ლობჟანიძეს საინტერესო, მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის და უსურვებს წარმატებებს.