ახალი ამბები

GTUNI-ში იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

25 აპრილი 2023

დღეს, 25 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტესტები, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგია, ეხმარება აბიტურიენტებს ცოდნის შემოწმებასა და, რა თქმა უნდა, წინასაგამოცდო სტრესის მოხსნაში.

იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში,. ისტორიასა და უცხო ენაში(ინგლისური).

რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის GTUNI -ს იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, ONLINE ფორმატში, რომლის განრიგიც განთავსდება უნივერსიტეტის გვერდზე.

იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში, აქტიურად არიან ჩართულები GTUNI-ს სტუდენტები.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის მათ, აბიტურიენტებს კი - უსურვებს წარმატებებს!


იხილეთ ფოტოგალერეა...