ახალი ამბები

გთუნი-ში აბიტურიენტებისთვის იმიტირებული გამოცდები ჩატარდა

17 მაისი 2022

2022 წლის 14 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის იმიტირებული გამოცდები დაიწყო.

იმიტირებულმა გამოცდებმა აბიტურიენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აბიტურიენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წინ, მათთვის მისაღებ ფორმატში(off line/online), მიეღოთ გამოცდილება, შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნის დონე და გადაელახათ ის ფსიქოლოგიური ბარიერი თუ მღელვარება, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.

იმიტირებული გამოცდები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და უცხო ენაში(ინგლისური).

GTUNIზრუნავს აბიტურიენტების მომავალზე და უსურვებს წარმატებებს!


იხილეთ ფოტოგალერეა...