ახალი ამბები

GTUNI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

8 აპრილი 2023

მიმდინარე წლის 6-7 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამსტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) გამართულ ONLINE საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ევროპული კვლევების მასალები”.

სამეცნიერო მოხსენების სახელწოდება იყო: „სასამართლო გადაწყვეტილებების საქვეყნოობის პრინციპი ევროპული და ქართული კანონმდებლობის მიხედვით“ („The principle of publicity of court decisions According to European and Georgian law“).