ახალი ამბები

GTUNI-ს ტურიბას უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუმრობდა

14 მარტი 2023

მიმდინარე წლის 13 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გრიგოლ კალანდაძე და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზოია ადამია, ლატვიის რესპუბლიკის საელჩოში, საქართველოში სტუმრად მყოფი ლატვიური უნივერსიტეტების წარმომადგენელთა პრეზენტაციას დაესწრნენ.

ღონისძიება გახსნა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ქალბატონმა ედიტე მედნემ.

შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების თაობაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ტურიბას უნივერსიტეტის(ლატვია, რიგა) წარმომადგენელი, ქალბატონი აიევა ტუმასე, რომელიც აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდგომ GTUNI-ის ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი აიევა ტუმასე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს, კანცლერს ელი ელისაშვილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების, სამომავლო გეგმების, პერსპექტივებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების თაობაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა...