ახალი ამბები

GTUNI-ს წარმომადგენლები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე Foundatios and Trends in Modern Learning

30 აპრილი 2023

2023 წლის 27-28 აპრილს ბერლინმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,Foundatios and Trends in Modern Learning” მონაწილეებს უმასპინძლა.

კონფერენციას ორგანიზებას უწევდა publisher.agency.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორები ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე და კობა ჩაგელიშვილი.

კონფერენციაზე მათ მიერ წარმოდგენილი იყო თემა სახელწოდებით „Challenges of Georgian Agriculture Sustainable Development on The Simple of Kakheti Region“.

კონფერენციის საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდა სამეცნიერო შრომათა კრებულში, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.