ახალი ამბები

GTUNI-ს პროფესორი კატანიის უნივერსიტეტში

16 მაისი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ხარიტონაშვილი ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (ESI) ეგიდით მიმდინარე პოსტ სადოქტორო პროგრამაში - „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები პოსტკრიზისულ პერიოდში“ მონაწილეობს.

პროგრამის შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებს იტალია, ქალაქ კატანიის უნივერსიტეტი მასპინძლობს.

ნინო ხარიტონაშვილმა მონაწილეებს წარუდგინა მიმდინარე შედარებითი კვლევა ,,სამოქალაქო პროცესის სოციალური როლი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.

კვლევა მიზნად ისახავს სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში არსებული სამოქალაქო საპროცესო რეგულაციების მიმოხილვას სამოქალაქო დავებში მოწყვლადი პირების მონაწილეობის შესახებ.

კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც ეფექტურს გახდის მოწყვლადი პირების სამოქალაქო დავებში მონაწილეობას.