ახალი ამბები

GTUNI მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარება

10 თებერვალი 2023

დღეს, 2023 წლის 10 თებერვალს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა თურქეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ჰუმანიტარულ აქციას, რომელიც მიწისძვრით დაზარალებულთა თანადგომასა და დახმარებას გულისხმობს.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თურქეთის საელჩოში თბილი ტანსაცმელი და პირველადი დახმარების ნივთები მიიტანეს.