ახალი ამბები

გთუნი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს მასპინძლობს

24 სექტემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 24 სექტემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „მეცნიერებისა და ინოვაციებისა საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გამართული ტრენინგის - „გეოინფორმაციული სისტემების შექმნა ძველი მცხეთის ტურისტული მარშრუტის მაგალითზე“ მონაწილეებს მასპინძლობს.

ტრენინგი პირობითად დაიყოფა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი დაეთმობა სივრცითი და თემატური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო მეორე მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას და ვიზუალიზაციას (თემატური რუკის გენერირება და სამგანზომილებიანი მოდელის აგებას).

საუკეთესო გის პროექტის პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემათ საჩუქრები.



იხილეთ ფოტოგალერეა...