ახალი ამბები

GTUNI: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესი

1 ივნისი 2023

დღეს, 2023 წლის 1 ივნისს, GTUNI-ს აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონგრესთან დაკავშირებით, ჩატარდა შეხვედრა.

შეხვედრას უძღვებოდნენ:

ნინო კობახიძე - მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი ფსიქოლოგი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECP; ECIP);

ანანო ნიაური - ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბორდის წევრი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი.

GTUNI-ს აკადემიურ, მოწვეულ პერსონალს და სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ აღნიშნულ კონგრესში, რისთვისაც უნივერისტეტი მადლობას უხდის GTUNI-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს - გიორგი გერგაულს და კონგრესის ორგანიზატორებს.