ახალი ამბები

გთუნი ინგოლშტატის უნივერსიტეტის მაგისტრანტებს მასპინძლობს

15 მარტი 2019

მიმდინარე წლის 5 მარტიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ინგოლშტატის (გერმანია) კათოლიკური უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი გადის სასწავლო კურსს.

გერმანელი მაგისტრანტები ქართველი პროფესორების უშუალო ხელმძღვანელობით გაივლიან სასწავლო კურსს, რომელიც მოიცავს: Sustainable Tourism Destination Management: Sustainable Destination Development; ETIS – European Tourism Indicator System for Evaluation of Destination Sustainability (პროფესორი მაია უკლება); Cross-Cultural Business Communication: Dimensions of Cross Cultural Communication; International Competence in Interpersonal Communication(პროფესორი ინგა დიაკონიძე) და New Media and Society: Mass Communication as whole System; New Media and Impact on Society(პროფესორი მარინე ვეკუა).

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის თებერვლის თვეში გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

გერმანელი სტუდენტები გთუნი-ში ექვსი თვის განმავლობაში დარჩებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა