ახალი ამბები

GTUNI & GVC: United Volleyball Cup 2023

7 მაისი 2023

2023 წლის 5-6 მაისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

საერთაშორისო ჩემპიონატში, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ინდოეთიდან, GTUNI-ს სტუდენტების ფრენბურთის გუნდიც მონაწილეობდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ფინალური მატჩის დაწყებამდე, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართა GTUNI კანცლერმა - ელი ელისაშვილმა.

პირველი ადგილის და United Volleyball Cup 2023 თასის მფლობელი გახდა - GVC

ღონისძიების ორგანიზატორი იყო GTUNI და საქართველოს ფრენბურთის კლუბი GVC, პოლონელ პარტნიორებთან ერთად.

ფინალური მატჩის შემდეგ, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, GTUNI-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა - მათე წულაიამ და საქართველოს ფრენბურთის კლუბის პრეზიდენტმა - Monika Jaranoswka-მ გადასცეს პრიზები და დაასახელეს საუკეთესო მოთამაშეები.


იხილეთ ფოტოგალერეა...