ახალი ამბები

GTUNI ევროპული ინტეგრაციის გზაზე: ახალგაზრდობის თანხმობის აქტი

29 მაისი 2023

2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, ხელი მოეწერა ,,ახალგაზრდობის თანხმობის აქტს’’, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს.

დოკუმენტში ასახულია ახალგაზრდების კონსოლიდაცია გარკვეული პრინციპების და ევროპული ღირებულებების გარშემო.

თანხმობის აქტი მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

აქტს ხელი მოაწერეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა. სიამაყით გაცნობებთ, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერა GTUNI-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა - ლევან ყაულაშვილმა.

გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აქტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა.

,,ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” მიღებით, ქართველი ახალგაზრდები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.