ახალი ამბები

GTUNI არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრაზე

3 თებერვალი 2023

2023 წლის 3 თებერვალს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გრიგოლ კალანდაძემ და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა, პროფესორმა ზოია ადამიამ მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციების შეხვედრაში, რომელიც „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე პროფესორმა ზოია ადამიამ ისაუბრა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში გახსნილი ქართულ-უკრაინული კულტურისა და ენების ცენტრის ეგიდით უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ,,People in Need Georgia“, ,,World Vision Georgia“, ,,The Georgia Red Cross Society” წარმომადგენლები.