კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

8 აგვისტო 2011

2011 წლის 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით დაკომპლექტებული დელეგაცია, ბირმინგემის კოლეჯის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში აკადემიური, კულტურული და სოციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

შეხვედრები შედგა კოვენტრის, ასტონის უნივერსიტეტებისა და ბირმინგემის კოლეჯის ხელმძღვანელებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან.

ჩატარდა სემინარი თემაზე: ფინანსური რისკების მართვა.

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მიმდინარე წელს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ პროფესორ გიორგი მათიაშვილსა და ბირმინგემის კოლეჯის დირექტორ გოვინ დესაის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ქართველ და ბრიტანელ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ორმხრივი სასარგებლო და ურთიერთშეთანხმებული აქტივობებისა.

ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი ფოკუსია ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების განხორციელება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.