კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

22 მარტი 2013

2013 წლის 22 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი არჩილ ჯორჯაძის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდა.
სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი ლობჟანიძის მოხსენება მიეძღვნა არჩილ ჯორჯაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად მომენტებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო მოხსენებები.

ასე მაგალითად:

– ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თემურ ბეჟოშვილის მოხსენება „კონსტიტუციონალიზმი და ფედერაციული მოწყობა“;

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის ელბერდ ბატიაშვილის მოხსენება „ილია ჭავჭავაძე და არჩილ ჯორჯაძე „საერთო ნიადაგის“ თეორია და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა“;

– ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის ჯემალ გახოკიძის მოხსენება „თანამედროვე სისხლის სამართლის პრობლემები“;

– საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით ივანიშვილის მოხსენება „არჩილ ჯორჯაძე ადათისა და კანონის შესახებ“;

– გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, სამართლის ფაკულტეტის დეკანის შენგელი ფიცხელაურის მოხსენება „თანამედროვე კრიმინალისტიკის მიზნები და ამოცანები“;

– გურამ თავართქილაძის საწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, სამეცნიერო განყოფილების უფროსის ვალერი ვაშაკიძის მოხსენება „არჩილ ჯორჯაძე და ქართული ენა“;

– გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სპეციალისტის ლიკა საჯაიას მოხსენება „არჩილ ჯორჯაძე ქალის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“;

– საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტის მაკა ედიშერაშვილის მოხსენება „ ოჯახური ძალადობის პრობლემა საქართველოში“.

კონფერენციამ საინტერესოდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.