მემორანდუმის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი განხორციელდა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
ახალი ამბები
გთსუ–ბირმინგემის კოლეჯი: თანამშრომლობა გრძელდება
2013 წლის 25 თებერვლიდან 25 მარტამდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბიზნესის მართვის კათედრის ასოცირებული პროფესორი ვასილ კაციაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ბირმინგემის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი), სადაც მან წარმატებით გაიარა საერთაშორისო სერთიფიცირებული კურსი ინგლისურ ენაში.
ეს კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტია, რომელიც განხორციელდა ბირმინგემის კოლეჯსა და გთსუ-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
2009 წლიდან დღემდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები აქტირად მონაწილეობენ ბირმინგემის კოლეჯის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და ტრენინგებში.