ახალი ამბები

გთსუ განათლების მე–3 საერთაშორისო გამოფენაზე

19 თებერვალი 2013

2013 წლის 15–16 თებერვალს „ექსპო ჯორჯიას“ მე–11 პავილიონი უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე–3 საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს მასპინძლობდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, აგრეთვე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიზანია საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა და განვითარება.

განათლების გამოფენის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო უმაღლეს სასწავლებელში მოქმედი ფაკულტეტებით და შესაბამისი თემატური ფოტო, ვიდეო თუ ვიზუალური საგამოფენო მასალებით.

გამოფენის მიმდინარეობის პერიოდში დაინტერესებულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო დაწვრილებითი ინფორმაცია და პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე.