ახალი ამბები

გთსუ ფეხბურთელთა გუნდი - თბილისის სტუდენტური ოლიმპიადის ვერცხლის მედლების მფლობელი

7 ნოემბერი 2016

2016 წლის 5 ნოემბერს საფეხბურთო სკოლა „იმედის“ ბაზაზე ,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა - 2016 წლის" ფინალური მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.

ფინალური მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ანგარიშით 7 : 4 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდს, დამსახურებულად, ვერცხლის მედლები ხვდა წილად.

ვულოცავთ ჩვენი საფეხბურთო გუნდის თითოეულ წევრს საპატიო მეორე ადგილის დაკავებას.