ახალი ამბები

გრძელდება მასტერკლასების ციკლი წარმატებულ ადამიანებთან

25 ივნისი 2021
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს მასტერკლასების ციკლს წარმატებულ ადამიანებთან.

დღეს, 25 ივნისს, უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჟურნალისტიკით დაინტერესებული აუდიტორიისათვის ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის სტუმარი გახლდათ დიანა ლიპარტელიანი - საინფორმაციო პორტალი ,,მხარე", დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

თავდაპირველად დიანა ლიპარტელიანმა საკუთარი წარმატების ისტორია გააცნო დამსწრე საზოგაოებას. შემდეგ სტუმარმა ყურადღება გაამახვილა ზოგადად ჟურნალისტის პროფესიულ როლსა და მისიაზე და დაწვრილებით ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოების მუშაობის სტილსა და თავისებურებებზე.