ახალი ამბები

GIU STEM4Humanities პირველ სამუშაო შეხვედრაზე

18 თებერვალი 2024

2023 წლის 8-9 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასისტენტ პროფესორმა გრიგოლ კალანდაძე „Erasmus+”-ის პროექტის „STEM4Humanities” პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა მაცერატას უნივერსიტეტში, რომელიც არის აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ მეტროპოლიტენის კოლეჯის (საბერძნეთი), ლილის უნივერსიტეტის (საფრანგეთი), ორგანიზაცია „Innovation Hive”-ის (საბერძნეთი), მიკოლო რომერიოს სახელობის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის უნივერსიტეტის (უკრაინა) წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე პროექტის კონსორციუმის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამომავლო აქტივობების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.

„STEM4Humanities“ ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისა და ლექტორებისათვის პრაქტიკული, სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი ე. წ. STEM უნარების ათვისების თვალსაზრისით.