ახალი ამბები

GIU-ში მიზნობრივი გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

10 ნოემბერი 2023

2023 წლის 9 ნოემბერს, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში შიდა მიზნობრივი გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტში ჩართულ GIU-ს სამართლის სკოლის აკადემიურ პერსონალს მოუწია ისეთ თემებზე მუშაობა, როგორიცაა: კოვიდ 19-ის გავლენა ადამიანის უფლებებზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, პერსონალური ინფორმაციის დაცვასა და სამედიცინო სფეროზე.

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი იყო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი გივი ლობჟანიძე.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორები შენგელი ფიცხელაური, ლიკა საჯაია, ნინო ბოჭორიშვილი და თათია დოლიძე.

პრეზენტაციას ესწრებოდა GIU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.


იხილეთ ფოტოგალერეა...