ახალი ამბები

GIU-ს ტრენინგი პედაგოგებისთვის: პედაგოგიური ინოვაციები და საკლასო გარემოს ეფექტური მართვა

2 მაისი 2024

2024 წლის 1 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ორგანიზებით, პედაგოგებისთვის ჩატარდა ONLINE ტრენინგი: ,,პედაგოგიური ინოვაციები და საკლასო გარემოს ეფექტური მართვა”.

ტრენინგი მიზნად ისახავდა გაეცნო ტრენინგში მონაწილე პედაგოგებისთვის სწავლების თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური მიმართულებები; ასევე მოსწავლეთა ქცევის სირთულეები და მართვის ეფექტური სტრატეგიები.

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები.

ტრენინგს უძღვებოდა ზურაბ მუშკუდიანი - პედაგოგი, ჰოუელის სამხრეთ საშუალო სკოლა; პროფესორი, მონმუთის უნივერსიტეტი (აშშ). საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორი; ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი.