ახალი ამბები

GIU-ს სტუდენტი ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება

23 აგვისტო 2023

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რეკომენდაციით, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი - მარიამ ედიშერაშვილი ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ Guangzhou-ში, გაემგზავრება.

ანაზღაურებადი სტაჟირების გარდა, მარიამს ექნება შესაძლებლობა, გაიღრმავოს ჩინური ენის ცოდნა სრულიად უფასოდ, მიიღოს საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და განვითარდეს კარიერული მიმართულებით ქვეყნის გარეთ.

მარიამმა Guangzhou International Economic College-ის 100%-იანი გრანტი მოიპოვა და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად, ერთი სემესტრის განმავლობაში, აღნიშნული ინსტიტუტის ულამაზეს კამპუსში იცხოვრებს.