ახალი ამბები

GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში

18 დეკემბერი 2023

2023 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს სტუმრობდნენ.

სტუდენტები დაესწრნენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას, მოისმინეს მხარეთა არგუმენტაცია და სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს სამართლებრივი ანალიზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტებს ახლდა უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი გიორგი სვიანაძე.

მისასალმებელია, რომ GIU-ში სასამართლო პროცესებზე სტუდენტების დასწრების პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება ცალკეული სამართლის კურსების შესასწავლად.