ახალი ამბები

GIU-ს საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სკოლაში ლექცია ჩატარდა

29 მარტი 2024

2024 წლის 28 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორი ნანა გოგიჩაშვილი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტური კლუბ ,,მენტალური მოზაიკის" წევრი სტუდენტები ნინე გუდავაძე და ეთუნა ვარშანიძე თბილისის 77-ე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.

აღნიშნულ სკოლაში ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის საუბრის თემა იყო ,,ადიქცია“.

ქალბატონმა ნანამ ვრცლად ისაუბრა ადიქციის წარმოშობის თეორიებზე, ადიქციის სახეობებზე, წარმოქმნის მექანიზმებზე, გარემო ფაქტორებსა და, ზოგადად, ადიქციის გავლენის შესახებ.

სპიკერმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვნებში დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკებსა და პრევენციული ზომების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, პრევენციული რგოლი ადიქციური პრობლემის მართვაში ძალზედ მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო სტაბილური შედეგი აქვს. პრევენცია გულისხმობს

მოხმარების რისკფაქტორების შემცირებას და მოხმარებისგან დაცვითი ფაქტორების გაზრდაზე მუშაობას.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

აღნიშნული თემის შესახებ სკოლის მოსწავლეებს თავისი მოსაზრებები გაუზიარეს GIU-ს ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა და მოკრძალებული რჩევებიც მისცეს მოსწავლეებს.