ახალი ამბები

GIU-ს კარიერული კომპასი სტუდენტებისთვის

15 დეკემბერი 2023

2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ტრენინგების ციკლის ,,GIU-ს კარიერული კომპასი” ფარგლებში, ჯიუ-ს სტუდენტებისთვის AIESEC საქართველოსთან ერთად ჩატარდა კარიერული განვითარების ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • LINKEDIN და მისი მნიშვნელობა;
  • როგორ უნდა გავიაროთ გასაუბრება წარმატებულად.

ტრენინგს უძღვებოდნენ AIESEC საქართველოს წარმომადგენლები და მათი პარტნიორი ორგანიზაციები.

აღნიშნული კამპანია ტარდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული სამსახურის მხარდაჭერით და მისი მიზანია სტუდენტების მომზადება წარმატებული კარიერული განვითარებისთვის.