ახალი ამბები

GIU-ს კალათბურთელთა მორიგი წარმატება სტუდენტურ ლიგაზე

13 დეკემბერი 2023

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება.

2023 წლის დეკემბერში დაიწყო სტუდენტური ლიგა კალათბურთში. სტუდენტური ლიგის გახსნითი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში GIU-ს გუნდმა ორი ოვერტაიმის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ჯიუს გუნდი შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს.

12 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს გუნდს მორიგი შეხვედრა ჰქონდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან. დაძაბულ ბრძოლაში ჯიუს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 65:63.