ახალი ამბები

გიორგი გოგიაშვილი: გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და საერთო სასამართლოების პრაქტიკა

28 აპრილი 2022

დღეს, 2022 წლის 28 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი მეტად საინტერესო ვებინარის მსმენელებს უმასპინძლა.

ვებინარის თმა იყო: ,,გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და საერთო სასამართლოების პრაქტიკა.

ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი გიორგი გოგიაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ვებინარზე სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება;
  • აზრი და ფაქტები,
  • შეფასებითი სკალა;
  • პროპორციულობის ტესტი;
  • დაცულ სფეროში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები.

შეხვედრის სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა შეკითხვებს.