ახალი ამბები

გილოცავთ, ჩვენი კალათბურთელები ფინალში არიან

9 ივლისი 2021

დღეს, 9 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში, სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ჩვენი უნივერსიტეტის კალათბურთელები სტუ-ის გუნდს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 71:56 დაამარცხეს თანატოლები.

ფინალურ მატჩში ჩვენი კალათბურთელების მეტოქე იქნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი.

შეხვედრა გაიმართება ოლიმპიურ სასახლეში, 17 ივლისს - 19:45 საათზე ; 18 ივლისს - 19:15 საათზე და თუ საჭირო გახდება, 21 ივლისს -19:00 საათზე.

საკალათბურთო ლიგის დებულების თანახმად,, გამარჯვებული გამოვლინდება ორი მოგების შედეგად.