კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

გიგა კუხალაშვილი – საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული

4 ივლისი 2013


2013 წლის 3 ივლისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტი გიგა კუხალაშვილი კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული
გახდა.

მისი მეტოქე იყო მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი K–1, ირანელი მებრძოლი მოჯტაბა აზადიანი.

უკომპრომისო ორთაბრძოლა გიგა კუხალაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

წარმატებები ვუსურვოთ მას.