ელჩმა მოკლედ მიმოიხილა საქართველო–გერმანიას შორის არსებული ეკონომიკურ–პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
2013 წლის 20 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ.
ელჩმა მოკლედ მიმოიხილა გერმანია–საქართველოს შორის არსებული ეკონომიკურ–პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.
მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველო–გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის იუბილე აღინიშნება და რომ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში.
ელჩის თქმით, ,,ასეთი კეთილშობილური ჟესტით ჩვენ, გერმანელმა ხალხმა, შევძელით გაგვეღრმავებინა ის კონტაქტები, რომლებიც საქართველოს სამეფოს დროიდან გერმანიასთან არსებობდა და ხელი შევუწყვეთ კულტურისა და მეცნიერების სფეროებში არსებული მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებასა და განვითარებას. ამასთან ერთად დავამყარეთ ახალი პოლიტიკური კონტაქტები და დავიწყეთ ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლობა ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოსთან. საქართველო არის ხიდი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს შორის. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანას ევროპაში, რომელიც დღეს თავის მომავალს ძველი ისტორიის საძირკველზე აშენებს".
ელჩმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მონაწილეობაზე იმ საერთაშორისო საშუამავლო საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის აფხაზეთის რეგიონალური კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება.
ბატონი ჰენიგის თქმით, ,,გერმანია და გერმანელი ხალხი ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩართული ვართ მრავალ ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმების პროცესის გაძლიერებასა და საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან".
ელჩი შეეხო სტუდენტებისათვის ისეთ საინტერესო თემებს, როგორიცაა საზღვარგარეთ სწავლა და გაცვლითი პროგრამები და ვრცლად ისაუბრა ამ სფეროში არსებულ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.
ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები, გაესაუბრა სტუდენტებს.