ახალი ამბები

გასვლითი სემინარი საბაჟო გამშვებ პუნქტზე

13 ივნისი 2019

გუშინ, 12 ივნისს, გთუნის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების, სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები, გასვლითი სემინარის ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ.

გთუნის სტუდენტები მიმდინარე სემესტრში გადიან სასწავლო კურსს სახელწოდებით „საგადასახადო ადმინისტრირება“.

სწორედ ამ სასწავლო კურსის ფარგლებში და საქართველოს შემოსავლების სამსახურის დიდი მხარდაჭერით, სტუდენტები საბაჟო გამსვლელ პუნქტ „წითელ ხიდსა“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“ ეწვივნენ.

პრაქტიკული ტურის ფარგლებში სტუდენტებმა აღნიშნული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ასე იმტკიცებენ თეორიულ ცოდნას რეალურ გარემოში გთუნის სტუდენტები!


იხილეთ ფოტოგალერეა...