ახალი ამბები

გასვლითი ლექცია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

18 დეკემბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები ჟურნალისტური ოსტატობის სახელოსნოს (,,ექსტრემალური ჟურნალისტიკა") საქმიანობის ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებულ ბრიგადას სტუმრობდნენ.

გასვლითი ლექციის დროს აქცენტები გაკეთდა საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებაზე.

მომავალმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს სიმულაციური ცენტრი.

ექსტრემალური ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების ჟურნალისტიკის სტუდენტები გაეცნენ საბრძოლო სიტუაციაში რეპორტაჟის მომზადების სპეციფიკასა და უსაფრთხოების წესებს.


იხილეთ ფოტოგალერეა...